“საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ამერიკის საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
“ამ წლების განმავლობაში იყო თანამშრომლობის ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი, რეფორმები, პროგრამები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის უჭერდა მხარს და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას.
მით უმეტეს ახლა, როცა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არის გაზრდილი, ხოლო საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი როლი და ღირებულება, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა და ეკონომიკური ჰაბის, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.