top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: თუკი ვინმეს არ მივაჩნივართ თანასწორ პარტნიორად, ეს შეცდომაა

“ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქმის ყველა მიმართულებით აქვს კავშირი ჩინეთთან, ტექნოლოგიებიდან დაწყებული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული და არანაირი მაჩვენებელი (700 მილიარდია დაახლოებით საქონელბრუნვა მათ შორის) არ შემცირებულა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა   გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირაში“ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს ინტერესია განავითაროს ურთიერთობა ჩინეთთან ისევე, როგორც ევროკავშირის უამრავი ქვეყნის ინტერესია მათთან ურთიერთობის განვითარება და ისევე, როგორც ევროკავშირის ნახევარზე მეტ ქვეყანას, უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან საქართველოსაც აქვს. ეს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მახასიათებელს გულისხმობს. ასეთი მახასიათებლები გვინდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ ორმხრივ ურთიერთობაში, მაგრამ თუკი ვინმეს არ მივაჩნივართ თანასწორ პარტნიორად და პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნისთვის არ არის თანასწორუფლებიანი პარტნიორი, ვფიქრობ, ესეც დიდი შეცდომაა, ვინაიდან რეგიონი და საქართველოს გეოლოკაცია სწორედაც მის მნიშვნელობაზე მიუთითებს. სტაბილურობა ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის და ჩინეთის ინტერესებში უნდა იყოს“, – მიიჩნევს ვოლსკი.

ასევე იხილეთ