top_leaderboard

ია მეტრეველი სააკაშვილზე: რაც უფრო გამოჩნდება ტელევიზიით, ხალხში ზიზღს მით უფრო მეტად გამოიწვევს

“რაც უფრო მეტად გამოჩნდება ტელევიზიით, მით უფრო მეტად გამოიწვევს ხალხში ზიზღს. არ დავიწყებია საზოგადოებას და ამის დავიწყება წარმოუდგენელია! იცოდეს მან, რომ აღარაფერი ეშველებათ და „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან”, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა „იმედის კვირაში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

„უდანაშაულო ხალხით გატენა ციხეები, სასტიკად აწამებდნენ, გვამებზე აბამდნენ, საშინელებებს ჩადიოდნენ, აუპატიურებდნენ კაცებს, ტელეფონები ისმინებოდა. ხალხს პირადი სივრცე არ დაუტოვეს და შიშით ცხოვრობდა. ერთმანეთს ტელეფონებზე ვერ ეკონტაქტებოდნენ. თურმე, აი, ეს იყო მისი დემოკრატია. ოჯახის წევრებს აყურებინებდა, ციხეებში რომ მიდიოდნენ პატიმრის სანახავად, იქ რა დღეშიც ჰყავდათ, რომ ხმა არ ამოეღოთ. მსგავსი ჯოჯოხეთი და ბოროტება, მსგავსი ფაშიზმი – 21-ე საუკუნეში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, არ ყოფილა“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტმა მათი ოჯახი გაანადგურა.

„აღარ ვარსებობთ მას შემდეგ – ანგელოზი შვილი! ბუტა პატარა კაცი იყო – უკვე 19 წლის იყო და ისეთი კაცი იყო, რომ ვფიქრობდი, ასეთი პატარა ბიჭი, ასეთი სერიოზული რატომ არის-თქო, იმდენად სხვანაირი პიროვნება იყო. კიდეც ამოარჩია – ბავშვი გაოცდა, რატომ მაგინებთო, რა დავაშავეო და ხელებაწეულმა ჰკითხა, ხომ გემორჩილებით და რატომ მაგინებთო? გაუკვირდა, არ ჰქონია ასეთი პრობლემა ცხოვრებაში. 

დღეს კიდევ, გვარამია და ვიღაცები რომ გვევლინებიან და პარტიებს ქმნიან, მინდა მათ ვუთხრა – რაც არ უნდა ეცადონ, რაც არ უნდა დაჯგუფდნენ, ცალკე პარტიები შექმნან, არაფერი გამოუვათ! დამთავრდა, ერთხელ მოხდა ეს ჯოჯოხეთი ჩვენს ქვეყანაში და ქართველი ხალხი ამას არასდროს დაუშვებს, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში ისევ მოვიდნენ“, – აღნიშნა მეტრეველმა.

 

ასევე იხილეთ