leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია პრეზიდენტზე: ყველანაირად შეეცდება, სიტუაცია არიოს

“ძალიან ბევრ ავანტიურისტულ ნაბიჯს გადადგამს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

“ყველანაირად შეეცდება ეს ქალი (სალომე ზურაბიშვილი) თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს. არაპროგნოზირებადი ადამიანია სამწუხაროდ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ მაქსიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყანას”,- განაცხადა მან. 

მისი თქმით, საარჩევნო წელს პოლიტიკური ვითარება დაიძაბება.

“ეს იქნება განსხვავებული წელი, უფრო მეტ რისკთან დაკავშირებული. ყოველდღიურად დაიძაბება სიტუაცია. არ აქვთ მათ (ოპოზიციას) კონკურენტუნარიან გარემოში ჩვენი პოლიტიკურად დამარცხების რესურსი. ყველაფერს შეეცდებიან“, – განაცხადა გამსახურდიამ.

ასევე იხილეთ