საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე კომენტარი გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ 26 მარტის შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს.
„რა თქმა უნდა, ამ თამაშს დადებითი ემოციით ვხვდებით. ველით, როდის მოვა ის დრო, როდესაც მოედანზე გავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ.
ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ. იმედია, ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, საბერძნეთთან გოლს ვინ გაიტანს. მთავარია, მოედანზე ვიბრძოლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.
გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, ეს ნაკრები საქართველო იქნება. საბერძნეთის ეროვნულ გუნდს პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საქართველოში, ამდენი გულშემატკივრის წინაშე ფინალის თამაში ვინმეს გაუხარდეს“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.