leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნონა გაფრინდაშვილი საქართველო-საბერძნეთის მატჩზე: მთელი საქართველო გამარჯვების მოლოდინშია

“დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. დღეს ისეთი თამაშები მიდის, რომ წინასწარ 100%-იანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო არის გამარჯვების მოლოდინში”, – ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე საუბრისას განაცხადა.

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ლუქსემბურგთან მიღწეული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე ამ ახალგაზრდებში ვხედავ ძალიან კარგ ძალას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრ წარმატებას მოუტანენ მომავალში“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენს ფეხბურთელებს წინ სერიოზული ბრძოლა ელის, რადგან საბერძნეთის ნაკრები სერიოზული გუნდია სერიოზული ტრადიციებით.

„მაგრამ ჩვენი გუნდი უკვე იმ დონეზეა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლია თამაში“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის ფინალში 26 მარტს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ასევე იხილეთ