top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე ოპონენტებზე: სადაც კი წარმატებაა, ურტყამენ ყველა იმ სფეროს

მართლა ყველა სფეროში პროგრესია – არ არსებობს მიმართულება, არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სადაც სასამართლოში დრამატულად არ არის გაუმჯობესებული სიტუაცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დემოკრატიის კვლევის ცენტრის კვლევის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

დემოკრატიის კვლევის ცენტრის კვლევის შედეგებით, კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემით საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს უსწრებს.

მდინარაძის თქმით, ზოგადად, როგორც კი რაღაც სფეროში რაიმე წარმატებას მიაღწევს ქვეყანა, მათი ოპონენტების მხრიდან ზუსტად იმ სფეროებზე ხდება დარტყმები.

„რატომ მიდის დარტყმები? დამთხვევაა? სასამართლომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს, ეს ინდექსიც მაგას აჩვენებს და სასამართლოზე მიდის ყველაზე მეტი დარტყმა.

როგორც კი სიღარიბე განახევრდა, სიღარიბეზე დაიწყეს საუბარი, ასეთი დავალება მიიღეს. როგორც კი მიგრაციული სალდო პოზიტიურში გადმოვიდა, 2 ათასი ადამიანით, მაგრამ გადმოვცდით, როგორც იქნა, აი, ბოლო მონაცემებით როგორც კი დაფიქსირდა, მაშინვე მიგრაციას დაარტყეს. 800 ათასზე, შემდეგ 87 ათასზე საუბრობდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძემ დღემდე ერთი შემთხვევა ვერ მოიტანა, რომელი ადამიანი დაიჩაგრა საზღვარგარეთ რომელიმე საკონსულოში.

„როგორც კი სიღარიბე განახევრდა, სიღარიბეზე დაიწყეს საუბარი. როცა ეკონომიკური წინსვლა შთამბეჭდავი დაფიქსირდა, 4 ათასიდან 8 200-ს გასცდა, მაშინვე ეკონომიკურ წინსვლას დაარტყეს. სასამართლო გაძლიერდა, დამოუკიდებლობის ხარისხი გაძლიერდა, კორუფციასთან ბრძოლაში ასეთი ინდექსებია, იმ წუთასვე სასამართლოს დაარტყეს. სადაც კი წარმატებაა, ურტყამენ ყველა იმ სფეროს, რომ პირიქით აჩვენონ საზოგადოებას. არა თუ ვერ გაიგოს ხალხმა, რომ პროგრესი გვაქვს, არამედ თურმე, სადაც პროგრესია, ზუსტად იქ ყოფილა რეგრესი. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, გაჭირვებულ ადამიანს რა დალევს! ევროპის წამყვან ქვეყნებში ვართ ნამყოფი და იქ გვინახავს უკიდურესად გაჭირვებული უამრავი ადამიანი.

რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია სიღარიბეში დარჩენილი და იმ გაჭირვებულ ადამიანს რომ ეუბნები, მე პროგრესი მაქვს, ბუნებრივია, გაღიზიანდება. მეც რომ ასე ვიყო, ნერვები მომეშლებოდა, გავღიზიანდებოდი. მამუკა მდინარაძე კი არა, რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა გამოვიდეს, 90%-იანი პოზიტიური რეიტინგი რომ ჰქონდეს – ნებისმიერი გამაღიზიანებს, რომ იტყვის, რომ პროგრესი გვაქვს ჩვენ სიღარიბის დაძლევაში. ამაზე მუშაობენ, რადგან იმ გაჭირვებულს ისევ ისე უჭირს, მაგრამ 30%-დან 15%-ზე რომ ჩამოვედით, ვიღაც ხომ ამოვიდა ამ სიღარიბიდან და იმ ადამიანმა შეაფსა და დააფასა. ამიტომ იზრდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ის უკიდურესად გაჭირვებული ადამიანიც, რომ ამ გზით თუ ვივლით, შენც ამოხვალ გაჭირვებიდან, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. არა, მაინც და მაინც იმის ტვინზე მუშაობენ, რომ ეს ხალხი გააგიჟონ და არა რეალურ პარალელურ სამყაროში აცხოვრონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ