leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ თალაკვაძე: რასაც სთხოვ სხვას, იმის მაგალითი უნდა მისცე შენც

მმართველ პარტიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები დღეს კიდევ ერთხელ დაისვა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მესამე სექტორის დაფინანსება გაუმჭვირვალეა და კითხვებს აჩენს. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემაც გააკეთა.

„პირველ რიგში, ჩვენ, ხელისუფლებამ დავუწესეთ ჩვენს თავს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, რომ ყოველწლიურად გამოვაქვეყნოთ ის დეტალური ინფორმაცია, რითაც მოქალაქეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეძლებენ, ყველა შეკითხვის გადამოწმებას, რაც შეიძლება პოლიტიკოსებთან და ხელისუფლებასთან მიმართებით ჰქონდეთ.

ამის ფონზე, როდესაც საერთოდ კითხვა ისმება არის თუ არა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტი სამოქალაქო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის მიუღებელი, იმიტომ რომ რასაც სთხოვ სხვას, იმის მაგალითი უნდა მისცე შენც“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ