top_leaderboard

ბაკურ სვანიძე: გამარჯვება ხვალ მამარდას და კომპანიას!

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„უკეთეს დროს როდის ვნახავ ამ კურიოზული შემთხვევის მოსაყოლად. ჩემი ბიჭი 2000 წლიანია, „დინამოს” აკადემიაში დამყავდა… მოკლედ, თამაშია რა, მაშინ, ასე 11-12 წლისები იქნებოდნენ და ანუ 2000-იანები პირველი გუნდი ეთამაშება მეორეს. მეორე გუნდში იყო ჩემი შვილი. პირველ გუნდში კარში იდგა ერთი კარგად აწოწილი ბიჭი. მე ბავშვობაში, არ გაგეცინოთ და, საკმაოდ კარგი მეკარე ვიყავი, ყველა გუნდში, სადაც მივსულვარ, ძირითადში ვხვდებოდი და უბანში შეუცვლელი მეკარე ვიყავი. ისე რო აყენებენ კარში, ეგრე არა, მიყვარდა მეკარეობა… მერე სიმაღლის და კიდე სხვა ფაქტორების გამო შევეშვი… მოკლედ დღემდე განსაკუთრებით ვაკვირდები მეკარეების თამაშს… მაგ თამაშზეც, ეს ბავშვი მომეწონა, ძალიან მაგარი მონაცემები შევნიშნე, სწორად აზროვნებდა, მაგრად ირჩევდა პოზიციას, მაგრამ გამოსვლებზე ვერ იყო მთლად გაბედული. ორი-სამი ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა… გოლიც გაუტანეს და მეორე ტაიმში შეცვალეს… ზოგადად ეგ ტრენდი ხო იცით, „გოლი მეკარის ბრალია ყოველთვის” და მოკლედ მაყურებელი-მშობლები ამ ბავშვის უკმაყოფილო იყვნენ… რო შეცვალეს, სათადარიგოთა სკამთან რომ მივიდა, დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი წამოდგა და მიმართა – „რა გჭირს, მამი, რა მოგივიდა? ეგრე თამაში როგორ შეიძლება, ყურადღებით უნდა იყო!” – მშობლებში ჩურჩული ატყდა – აი, მაგიტო ათამაშებენ! მამიკომ ჩაუწყო! ვიღაცამ ჩაილაპარაკა – „მეკარეების ტრენერია მამამისი და…” გავხედე ამ  ტიპს და ვუთხარი – “სიმართლე გითხრათ, მაგ ერთი შეცდომის გარდა მე მაგრად მომეწონა ეგ ბავშვი. ამ ასაკში ეგეთ შეცდომას არა უშავს, გამოასწორებს” – მხრები აიჩეჩა. მაინც ვკითხე -„ხომ არ იცით, რა გვარია?” „მამარდაშვილი” – ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ… ფილოსოფიასთან საკმაოდ ახლოს ვარ, მონათესავე ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და დამამახსოვრდა ეს გვარი… გამარჯვება ხვალ მამარდას და კომპანიას! მიყვარხართ… მშვიდობის ღამე” – წერს ბაკურ სვანიძე.

ასევე იხილეთ