top_leaderboard

გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მაკა ალექსანდრიამ განაცხადა, ის უახლესი მეგობრის და შეყვარებულის ღალატის მსხვერპლი გახდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაული არ იყო გამიზნული იმისითვის, რომ სხვა ადამიანის სიცოცხლე დაზიანებულიყო. ადვოკატის თქმით, სასამართლომ მორალური მხარე გაითვალისწინა.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები მიყენებული. დაზიანებები საკმაოდ მძიმე ხარისხის იყო. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორივე მხარეს შორის მოხდა დაპირისპირება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, 23 მარტს, ფონიჭალაში 28 წლის ქალმა 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

ასევე იხილეთ