“ცოტაც და მასე შეიძლება ღმერთიც იწამოს ამ უნიტაზის “საბას” მფლობელმა”, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ლაშა ბუღაძის მიერ ცისარტყელას გამოსახვის გამო მამუკა მდინარაძისთვის მიმართვას:“მგონი განგებამ რაღაცა გამცნო რამდენიმე წუთის წინ… ვითომ დამთხვევაა?”
როგორც ქართველიშვილი წერს, ცისარტყელა პირველად ღმერთმა ნოეს მოუვლინა, შესაბამისად, ბუღაძის მიერ ნაგულისხმევი ცისარტყელა სხვაა და მას სიმწრის ისტერიკა აქვს, მმართველი გუნდის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების გამო.
“ცოტაც და მასე შეიძლება ღმერთიც იწამოს ამ უნიტაზის “საბას” მფლობელმა. ის “სულ სხვა ტაში” იყო – ეს სულ სხვა მოვლენაა. თქვენი – ფერნაკლული ასლია, ეს – სრულყოფილი ღვთის ქმნილებაა. ცისარტყელა პირველად ღმერთმა ნოეს მოუვლინა, მისმა კიდობანმა კაცობრიობა, ფლორა და ფაუნა რომ გადაარჩინა, აი იმ დროს, ახალ ადამიანთან ზავის დადების ნიშნად.
მერე ლუციფერმა უფლის ცისარტყელას ერთი ფერი დააკლო და ანტიადამიანების სიმბოლოდ გაგიხადათ. თქვენი – სულ სხვაა. იმას საქართველოს თავზე ზეცაში გაბრწყინების შანსი არა აქვს. ჩათვალე, რომ მდინარაძეს მიეცა უფლის ნიშანი – ქართველების თქვენი გაუკუღმართებული სიმახინჯისაგან გადარჩენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის მოწონების ნიშნად. რამ გაგახარა მასე, “მწერალო”? სიმწრის ისტერიკამ?”, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.