„რამეს თუ ნიშნავს ის ფაქტი, რომ აქამდე ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან ჯერ არ მოუგია? მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო წარსულში, ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ”,– ამის შესახებ საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გვაქვს თუ არა გეგმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ? რა თქმა უნდა, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ და არ მგონია, ვილი სანიოლმა ამ მატჩისთვის რამე შეცვალოს.
ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მთავარი იქნება, როგორ გაუძლებენ წნეხს და თავიანთ შესაძლებლობებს როგორ წარმოაჩენენ – ამ კითხვაზე პასუხს ხვალ გავიგებთ“, – განაცხადა გუსტავო პოიეტმა.