„ბიჭებო, იბრძოლეთ საქართველოსთვის. არ დათმოთ ერთი გიჯიც კი. დაწერეთ ახალი ისტორია. იგრძენით საქართველო და თქვენ ვერავინ გაჯობებთ, თქვენ ვერავინ დაგამარცხებთ, თქვენ აუცილებლად მოიგებთ ფინალს!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.
„ეს სტადიონი დღეს გაივსება.
ეს სტადიონი დღეს ფინალს მასპინძლობს.
ეს სტადიონი დღეს გვეტყვის, ევროპირველობაზე საქართველო იასპარეზებს თუ საბერძნეთი.
დღესაც ვერ მომინელებია, როგორ არ შეუშვეს მაყურებელი ჩრ. მაკედონიასთან ფინალურ გათამაშებაში. საძაგელი ბრძანება გამოსცეს მაშინ და საქართველოს ნაკრები უგულშემატკივროდ დატოვეს და წავაგეთ 1:0.
მაშინ ჩაესვენა პირველი იმედის მზე. რომელიც იმ საღამოს ჯერ კიდევ მწველი იყო. ჩვენი გულების ცა ისე სასტიკად მოიქუფრა, ახლაც რომ იმ ღრუბლების ნაკვალევი გვამჩნევია.
თუმცა, ეს იმედი დღეს ისევ დაბრუნდა. ეს იმედი კიდევ უფრო ომახიანია, ისეთი, როგორც 200 ყივჩაღისა, მტრისკენ რომ წაიწია. დღეს უფრო მეტად მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მოიგებს და თაობების ნატვრას აგვიხდენს.
წარმომიდგენია, რა მოხდება ამ ღამით, როცა „დინამო არენას” გამარჯვებით დამუხტული გულშემატკივრები დატოვებენ და მოედებიან ქუჩებს, ჩაივლიან რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ იტყვიან, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, დიდება საქართველოს, გმადლობთ, ბიჭებო!
წარმომიდგენია, რა მოხდება ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, რუსთავში, თითოეული ჩვენი თანამემამულის ოჯახში.
ეს ახალი საფეხბურთო ისტორიის დაწერის დღეა.
ბიჭებო, იბრძოლეთ საქართველოსთვის. არ დათმოთ ერთი გიჯიც კი. დაწერეთ ახალი ისტორია. იგრძენით საქართველო და თქვენ ვერავინ გაჯობებთ, თქვენ ვერავინ დაგამარცხებთ, თქვენ აუცილებლად მოიგებთ ფინალს!“ – წერს გოგა ჩანადირი.