leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილმა იხსნა საქართველო იმ აღსასრულისგან, რასაც ფუკუიამას ლიბერალიზმი უქადდა

„დღეს იაპონური წარმოშობის ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება გააკრიტიკა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა იხსნა საქართველო და ქართველი ხალხი, იმ დიდი უბედურებისგან, რის წინაშე საქართველო იდგა.

„დღეს იაპონური წარმოშობის ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება გააკრიტიკა. ისიც, სწორედ ამ მიზნით გამოუშვეს საქართველოში, მაგრამ საკითხავია, არის კი მისი აზრი ანგარიშგასაწევი ჩვენი საზოგადოებისთვის? ფრენსის ფუკუიამა მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებას კაცობრიობის სოციოკულტურული ევოლუციის ბოლო წერტილად და ადამიანური მმართველობის უკანასკნელ ფორმად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება ფუკუიამას შეხედულებებს, ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ იმაში, რომ ფსევდოლიბერალიზმი ნამდვილად იქნებოდა კაცობრიობის დასასრული, რომ არა ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების ბრძოლა უძველესი ტრადიციების და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.

ბიძინა ივანიშვილმა იხსნა საქართველო იმ აღსასრულისგან, რასაც ფუკუიამას ლიბერალიზმი უქადდა. სწორედ ამიტომ არის ივანიშვილი ქართველი ხალხისთვის მისაღები და სწორედ ამიტომ ვერ ერევა მას მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ლიბერალი ლიდერებიც კი.

რაც შეეხება თავად ფუკუიამას, მას ქართული ოპოზიციის სახით უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე თავად ამერიკელები.

იმ ლიბერალიზმს, რომელსაც მეცნიერი კაცობრიობის ევოლუციის ბოლო წერტილად მიიჩნევს, თავად ყველაზე ცივილიზებული ევროპაც უპირისპირდება დღეს, რადგან ხვდებიან, რომ ამ იდეოლოგიით ერი, სახელმწიფოები გაქრობის პირას დგანან. ფუკუიამას „ისტორიის დასასრულის კონცეფცია“ რომ არ აღსრულდეს, სწორედ ამისთვის ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ხოლო ისინი მსოფლიოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფსევდო ლიბერალიზმის გამოყენებით.

ქართული ოპოზიცია მათ ინტერესებს ემსახურება და არა საკუთარი ქვეყნის. სწორედ ამიტომ ჰყავთ მოწვეული საქართველოში. ისე, იაპონელი მეცნიერი ასე უპირისპირდებოდეს საუკუნოვან ტრადიციულ ღირებულებებს, ნამდვილად ლიბერალური „მიღწევაა“, – წერს ჩიბურდანიძე.

 

ასევე იხილეთ