leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფეხბურთის გულშემატკივრები „დინამო არენას“ მიმართულებით ფეხით მსვლელობას აწყობენ

აღმაშენებლის გამზირზე შეკრებილები არიან გულშემატკივრები, რომლებიც ფეხით მიემართებიან „დინამო არენას“ მიმართულებით. იქ დახვდებიან ფეხბურთელებს და შემდეგ, საგულშემატკივროდ ტრიბუნებზე შევლენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებთან 21:00 საათზე გამართავს. თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები და გულშემატკივართა ზონა 19:00 საათიდან იქნება მოწყობილი. ასევე, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მაყურებლების განწყობაზე ქართველი მუსიკოსები იზრუნებენ.

გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტი 27 მარტის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ასევე იხილეთ