leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კახიანი: არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხშირად ხმარდება პოლიტიკური ჯგუფების აქტივობებს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ ფინანსურ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. მისივე თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „ენჯეობის“ დაფინანსება, ხშირად პოლიტიკური ჯგუფების აქტივობებს ხმარდება, რაც უკანონოა.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ არიან არასამთავრობოები, რომლებიც მეტნაკლებად ასაჯაროებენ თავიანთ ფინანსურ ინფორმაციას, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ საჯაროვდება. პრაქტიკაში ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხშირად ხმარდება პოლიტიკური ჯგუფების აქტივობებს, რაც კანონმდებლობით არის აკრძალული ყველა სახელმწიფოში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ასევე იხილეთ