„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გადასვლა რესპუბლიკის მოედნიდან მოულოცა.
„თუ კი რაიმე შეიძლება ამ გმირ ბიჭებს ექნათ, ამაზე დიდს ვერაფერს იზამდნენ. ბრძოლას, ჟინს, შენი ქვეყნის სიყვარულს ეს მოაქვს. ამ ბიჭებმა ახალი ისტორია დაწერეს სპორტში არა, საკუთარი ქვეყნის სიყვარულში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.