საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„გილოცავთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს“, – წერს პრემიერი „ფეისბუკის“ გვერდზე.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.