leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი ისე, როგორც არასდროს

“დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი ისე, როგორც არასდროს. ამაყი ვარ ამ ბიჭებით. ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ – ვინც ვერ მოახერხა, ვისაც გული დაწყდა. ყველას, ყველას, მიყვარხართ, გილოცავთ, წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელია. მე, სამწუხაროდ როგორც ფეხბურთელს არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად, ან ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, ან მსოფლიოზე, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი ისე, როგორც არასდროს. ამაყი ვარ ამ ბიჭებით. ამაყი ვარ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც დღეს სტადიონზე იყვნენ – ვინც ვერ მოახერხა, ვისაც გული დაწყდა. ყველას, ყველას, მიყვარხართ, გილოცავთ, წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს და გამთლიანებული, ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში. ყველა გერმანიაში!”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ