“მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში!” – ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები.
რესპუბლიკის მოედანზე ზეიმი გრძელდება. ადგილზე შეკრებილებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი შეუერთდნენ.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები გერმანიაში თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.