„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება.
„დღეს ყველა გახარებული, ბედნიერები ვართ. ამ ბიჭებს, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანს, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს!“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.