საქართელოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწადნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ.
ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
“ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ…” – რა თქვა მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, გიორგი მამარდაშვილმა თამაშის შემდეგ
საქართელოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწადნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ.
ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგიმ ბერძენი ფეხბურთელის მიერ დარტყმული პირველი 11-მეტრიანი მოიგერია. ჩვენი გუნდის მეკარის თქმით, იცოდა, მეტოქე რა მიმართულებით დაარტყამდა.
“ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ აქამდე ოთხი პენალტი ჰქონდა დარტყმული ზუსტად მაგ კუთხეში, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა”, – აღნიშნა მამარდაშვილმა.