top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას

საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ვეტინგის თემა დახურულია.

„საქართველოში უცხოელები ვერ შეამოწმებენ ქართული შტოების წარმომადგენლების კეთილსინდისიერებას, გამორიცხული ამბავია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არგუმენტებს გავუცვლით ნებისმიერ ფორმატში ყველას. ჩვენს მეგობრებს ავუხსნით, რატომ არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტში ამგვარი ჩარევა. ჩვენს მეგობრებს მეგობრულად ავუხსნით ყველა დეტალს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ