leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა ცხადაძე: სანამ 11-მეტრიანები დაიწყებოდა, ჩემს შვილს შეტყობინება გავუგზავნე, რომ ამ თამაშს მამარდაშვილი მოიგებდა

„ქართველი გულშემატკივარი 30 წელია ამ წარმატებას ელოდება. მადლობა ყველას ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გულშემატკივარს. დიდი იმედები გვქონდა და მადლობა ყველას რომ ეს იმედები გაამართლეთ”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა ცხადაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა ცხადაძემ აღნიშნა, რომ გუშინდელ თამაშში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს ნაკრებს დაცვაში შეცდომა არ უნდა ჰქონოდა.

„გოლი არ უნდა გაგვეშვა, ამაზე იყო აქცენტი. საბერძნეთიც ამაზე აკეთებდა აქცენტს, რადგან ძალიან ეშინოდა ჩვენი სწრაფი შეტევების.

სანამ 11-მეტრიანები დაიწყებოდა, ჩემს შვილს შეტყობინება გავუგზავნე, რომ ამ თამაშს მამარდაშვილი მოიგებდა. ფაქტია, რომ მამარდაშვილი უკვე მსოფლიო დონის მეკარეა და ეს გუშინ დაამტკიცა.

ოცნება ახდა – არ აქვს მნიშვნელობა ცხადაძემ, კალაძემ, კობიაშვილმა თუ არველაძემ მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა თუ ეს ჩვენმა ახალმა თაობამ გააკეთა, მთავარია ამას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველამ დაინახა, რომ ფეხბურთი არის პირველი სპორტი, ფეხბურთს ყველაფერი შეუძლია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენზე წარდგენა ძალიან დიდი ინიციატივა იყო, ეს ბევრი სპორტსმენისთვის სტიმული იქნება. მადლობა პრემიერს, მე ვიცი რომ მას უყვარს ფეხბურთი და უფრო მეტს გააკეთებს“, – აღნიშნა კახა ცხადაძემ.

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ