leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: “კოლექტიური ნაცები“ ძალიან ახლოს არიან, რომ 2024 წლის შემოდგომაზე კატასტროფული მარცხი იწვნიონ

“მსჯავრდებულ სააკაშვილს ვეთანხმები, „კოლექტიური ნაცები“ ნამდვილად ძალიან ახლოს არიან, 2024 წლის შემოდგომაზე კატასტროფული მარცხი იწვნიონ, რაც იმას გულისხმობს, რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ მისი პარტიის მენეჯმენტი თუ გააგრძელებს ისე, როგორც ახლა იქცევა – ზევით-ქვევით ირბინეს კარტოფილებით, ბარკლებით და არ მიხედეს რეალურ საქმეს, არ ჩაერთნენ რეალურ პოლიტიკაში, შეიძლება, საარჩევნო ბარიერი მათაც ვერ გადალახონ. ყველა ერთად კარგი გზით მიდის, სწორი კალაპოტით და ამ კალაპოტში, რომელიც მარცხისკენ მიდის, ზურგის ქარს ვუსურვებთ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა იხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „წვრილმანებზე კამათიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს, „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნული ბრძოლა და გამარჯვება“.

 

 

ასევე იხილეთ