top_leaderboard

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

“საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა”,  – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა.

ს”ამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

ასევე იხილეთ