“უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა”,– ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას.
“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ, გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა“, – წერს ქეცბაია Facebook-ზე.