leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია ცაგარეიშვილი: საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა უცხოური ინვესტიციებისთვის

“ეს არის ნათელი შეტყობინება ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა უცხოური ინვესტიციებისთვის”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს რეიტინგის Ba2-ზე უცვლელად დატოვებას, ხოლო პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესებას.

„არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ზოგადად, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა და ის სწორად ვითარდება. ეს უდავოდ დიდი წარმატებაა. ეს არის ნათელი შეტყობინება ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა უცხოური ინვესტიციებისთვის. ჩვენ გვჭირდება უცხოური ინვესტიციები“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე იხილეთ