ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს.
„სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სთორიზე“, – წერს დვალიშვილი.
26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.