leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა. ვებგვერდ Transfermarkt-ის მონაცემებით, მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო შეადგინა.

„ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარე მე-7 ადგილს იყოფს იტალიელ გულიელმო ვიკარიოსთან („ტოტენჰემი“) და ესპანელ დავიდ რაიასთან („არსენალი“).

რეიტინგის სათავეში „პორტუს“ 24 წლის მეკარე დიოგო კოშტაა (45 მილიონი ევრო), პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

დიოგო კოშტა („პორტუ“) – €45 მილიონი
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – €40 მილიონი
გრეგორ კობელი („დორტმუნდი“) – €40 მილიონი
ედერსონი („მანჩესტერ სითი“) – €40 მილიონი
ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – €40 მილიონი
მაიკ მენიო („მილანი“) – €40 მილიონი
გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) – €35 მილიონი
გულიელმო ვიკარიო („ტოტენჰემი“) – €35 მილიონი
დავიდ რაია („არსენალი“) – €35 მილიონი
ალისონი („ლივერპული“) – €32 მილიონი

ასევე იხილეთ