leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა

“როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი”,– წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ სტატიის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოცემა “ნეტგაზეთმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი ებანოიძის კომენტარის დამახინჯება მოახდინა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა.

“როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი. ეს ეხება როგორც “ნეტგაზეთს”, ასევე ფსევდოლიბერალურ “რადიო თავისუფლების” ქართულ რედაქციასაც და კიდევ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებას. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა სამარცხვინო სააგენტომ, რომელიც კარგია რომ აღარ არსებობს, ჩემთან ინტერვიუს სათაურში დაწერა – “ქართული ოცნების” მთავრობა უნდა გადადგეს”. გესმით ხომ, რა იაფფასიანი ‘ფეიკი’ იყო?! ყველა მედიასაშუალებას, რომელსაც ჩვეულ პრაქტიკაში აქვს ‘ფეიკნიუსერობა’ გაქრობას ვუსურვებ საჯარო სივრციდან. ამ ე.წ. ვეტინგის და ნაცსექტის დღის წესრიგის სხვა თემებს ნუ გადაყვებით “ჟურნალისტებო”! სირცხვილია სააკაშვილის მედია-ადეპტობა!”,– წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

ასევე იხილეთ