leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: სასწაული ანეკდოტი შეიქმნა გასულ წელს ამერიკაში – „ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ყოველთვიურად ათი ახალი მილიონერი აღმოცენდა – ოღონდ ეს ათივე უკრაინაში“

„უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამომცემლობა “Инсайдер UA”-მ მოიყვანა საინტერესო მონაცემები: 2023 წელს ქვეყნის კაზინოებში უკრაინელებმა წააგეს 400 მილიონი გრივნა ($10,18 მილიონი),“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, გამომცემლობა “Инсайдер UA” ხაზს უსვამს, იმ ფაქტს, რომ ეს 400 მილიონი გრივნა, უნდა მოხმარებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

„სასწაული ანეკდოტი შეიქმნა გასულ წელს ამერიკაში: “ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ყოველთვიურად ათი ახალი მილიონერი აღმოცენდა – ოღონდ ეს ათივე, უკრაინაში”. ამ ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გამომცემლობა “Инсайдер UA”-მ მოიყვანა საინტერესო მონაცემები: 2023 წელს ქვეყნის კაზინოებში უკრაინელებმა წააგეს 400 მილიონი გრივნა ($10,18 მილიონი). გამომცემლობა “Инсайдер UA” ხაზს უსვამს, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ჩვენთვის კარგად ცნობილმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ აღიარა, რომ ლუდომანიით შეპყრობილია ჯარისკაცების 90%, რაც შესაბამისად აისახება ფრონტის წინა ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე.

ლუდომანია ლეგალიზებულია უკრაინაში 2020 წლის აგვისტოდან. დღემდე ათობით კაზინო თავისუფლად ახორციელებს თავის საქმიანობას. რადას ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის, დანიილ გეტმანცევის მონაცემებით, 2023 წელს სათამაშო ბიზნესით ქვეყნის ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ 10,4 მილიარდი გრივნა ($272,5 მილიონი) შეადგინა. ალილუია!!!”, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

ასევე იხილეთ