leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უახლოეს თვეებში დიდ შეტევას დაიწყებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი დიდი შეტევისთვის ემზადება. როგორც მან აღნიშნა, შეტევა მაისში ან ივნისში განხორციელდება.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება დახმარება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს რუსების შეკავება, ისინი მზად არ არიან დაიცვან ქვეყანა რუსეთის კიდევ ერთი დიდი შეტევისგან პარტნიორების დახმარების გარეშე.

 

ასევე იხილეთ