leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ნაკრების ექიმი: ლევან შენგელიას ევრო 2024-ის გამოტოვება არ ემუქრება, ხოჭოლავას მკურნალობაც დამაიმედებლად მიმდინარეობს

საქართველოს ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ “პირველი არხის” გადაცემა „ტაიმაუტში“ ხვიჩა კვარაცხელიას, ლევან შენგელიასა და დავით ხოჭოლავას ტრავმებზე ისაუბრა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ში საკმაოდ ხანგრძლივი სეზონია, ხვიჩა კი, ფაქტობრივად, ყველა მატჩს შეუცვლელად თამაშობს და ამან თავისი გავლენა იქონია, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ არის და, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატის უახლოეს ტურში „ატალანტასთან“ ითამაშოს.

ლევან შენგელიას რაც შეეხება, აქ უფრო რთულადაა საქმე. მატჩის მეორე დღეს გადაღებულმა რენტგენმა აჩვენა, რომ წვივის ძვლის მოტეხილობაა, მას კიდევ უტარედება დამატებითი გამოკვლევა და საბოლოო დასკვნა ამის შემდეგ გვექნება. ტრავმა რთული არ ჩანს და ლევანი მოედანს დაახლოებით თვე-ნახევარში დაუბრუნდება – მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება.

ხშირი კონტაქტი მაქვს დავით ხოჭოლავასთანაც, რომლის რეაბილიტაციის პროცესიც კარაგდ მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ხოჭოლავაც ითამაშებს“, – განაცხადა დავით ხარაბაძემ.

 

 

ასევე იხილეთ