ვოლოდიმირ ზელენსკი: კონგრესის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების სწრაფად გამოყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან მაიკ ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა. მისი თქმით, კონგრესის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების სწრაფად გამოყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
„კონგრესის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების სწრაფად გამოყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ [აშშ-ის] წარმომადგენელთა პალატაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მაგრამ მთავარია უკრაინის დახმარების საკითხი გამაერთიანებელ ფაქტად დარჩეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.