“საქართველოს ნამდვილად სჭირდება ასეთი სიხარული, ყველა გააერთიანა ამ წარმატებამ. ვფიქრობ, კიდევ ძალიან ბევრი სიხარული გველოდება ევროპის ჩემპიონატზე”, – ამის შესახებ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ „იმედი Live“-ში განაცხადა.
„ნამდვილად ისტორიული გამარჯვებაა. რაც მთავარია, მთელი საქართველო გააერთიანა. ძალიან დიდი სიხარული მოგვანიჭა ყველას. უძილო ღამე იყო, მაგრამ ძალიან ბედნიერი. მთელი ღამე არ მეძინა ემოციებისგან. დარწმუნებული ვარ, ბიჭები არაერთხელ გაგვახარებენ. 1981 წელს ვიტალი დარასელიამ გაგვახარა და გაიტანა ისტორიული გოლი, ამჟამად კვეკვესკირმა გაგვახარა, ორივე აფხაზეთის წარმომადგენლები არიან. როგორც მათმა ისტორიულმა გოლებმა გააერთიანა საქართველო, აფხაზეთსაც და დაკარგულ ტერიტორიებსაც გააერთიანებს. საქართველოს ნამდვილად სჭირდება ასეთი სიხარული, ყველა გააერთიანა ამ წარმატებამ. ვფიქრობ, კიდევ ძალიან ბევრი სიხარული გველოდება ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნა რომან დოლიძემ.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.