კლუბ „ვალენსიას“ ვებგვერდი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს. ფეხბურთელი გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების ემოციებს უზიარებს.
„მოგესალმებით გულშემატკივრებო, ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხდებით შაბათს, „მესტალიაზე“, მალიორკასთან მატჩზე“, – აცხადებს გიორგი მამარდაშვილი.