leaderboard_below_slide
left_sabechdi

კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს – ინფორმაციას „ნაპოლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, „ნაპოლის“ ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას „ატალანტასთან“ თამაშის უფლება არ მისცეს“, – ვკითხულობთ „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნაპოლი“– „ატალანტას“ მატჩში ქართველი თავდამსხმელის შემცვლელი შერჩეულია – ინფორმაციას Sky Sport Italia აქვეყნებს.

„შაბათს, 30 მარტს, 15:30 საათზე „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი დღე იყოს გუნდისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. ხვიჩა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო „ატალანტასთან“ თამაშს გამოტოვებს – გუნდის ექიმებმა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელს თამაშის უფლება არ მისცეს.

მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ კი კვარაცხელიას შემცვლელზე ფიქრი უნდა დაიწყოს, მას ​რასპადორისა და ლინდსტრიომს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება – ამ ეტაპზე ბერგამოელებთან თამაშის მეტი შანსი ჯაკომო რასპადორის აქვს“, – ამტკიცებს Sky Sport Italia.

ასევე იხილეთ