„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისეთი რთული თამაში იყო, მათ გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდებოდა”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ განუცხადა.
ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე მისი ცეკვა გაიხსენა.
„ისეთ ემოციებში ვიყავი და ისეთი გახარებული, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს რას ვაკეთებდი. რესპუბლიკის მოედანზე რომ ვცეკვავდი, ვერ შევამჩნიე ჩემი თანაგუნდელები როდის წავიდნენ, რომ გავიხედე, მარტო აღმოვჩნდი სცენაზე. რამდენჯერ დავაპირე სცენიდან გასვლა, იმდენჯერ მისამღერი ირთვებოდა და იმდენად გახარებული ვიყავი, ისევ სცენაზე ვბრუნდებოდი“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.