მურმან ჯინორია: ნაკრების ფეხბურთელებმა წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით
მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული გამარჯვების ულოცავს. „აზროვნების აკადემიის“ ვიდეოჩანაწერში, მსახიობი ფეხბურთელებს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
„ცხოვრებაში არის მოვლენები, რომელსაც სიტყვებით, იმ შინაგან მდგომარეობას ვერაფრით გადმოსცემ. ასეთი მოვლენა იყო 26 მარტს ჩვენი ბიჭების გამარჯვება. ჩვენ, ქართველებს, დღევანდელ დღეს, ყველაზე უფრო გვაკლია გამარჯვების სიხარული. აი, ბედნიერი რომ ხარ იმის გამო, რომ შენ ხარ ერი, შენ ხარ ქვეყანა, შენ ხარ სულ გამორჩეული ამხელა სამყაროში – ეს გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა.
მინდა, ყველას მადლობა გითხრათ, ბიჭებო, ვინც მოიკალით თავი და ღირსება მიეცით ქართველებს. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ დიდი ერი ვართ და ეს დავამტკიცეთ. ჩვენ ევროპელები ვართ. თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით – ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოთ, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოთ, რომ შენი ქვეყანა გახადე ბედნიერი, შენი ქვეყანა გახადე ღირსეული. სიზმარში მგონია ჩემი თავი“, – აცხადებს მურმან ჯინორია.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.