„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა „შალკესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, ბუდუ გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს დაიწყებს და მას კვირას მოედანზე გასვლის შანსი ექნება.
„უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, როგორ იქნება მატჩების და ზეიმის შემდეგ. პირველ თამაშში ბუდუმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ფინალში გასვლაში. ჩვენ ყველანი ვგულშემატკივრობდით მას. გუნდთან ერთად ვარჯიშს პარასკევს დაიწყებს და კვირას ყველანაირი შანსი აქვს, რომ ითამაშოს“, – აღნიშნა აიხნერმა.