left_sabechdi

ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების გარეშე მოედნიდან არ უნდა გავსულიყავით

“ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ მოტანილი გამარჯვება, ამაში უდიდესი შრომაა ჩადებული”, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ განაცხადა

ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების გარეშე მოედნიდან არ უნდა გავსულიყავით. ეს იყო თითოეული ადამიანის რწმენა. ის მომენტი, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ თავგანწირული ნახტომი გააკეთა, ეს იყო მთლიანად საფეხბურთო გარემო, რომელსაც ყველა ერთად ვქმნიდით. თავგანწირვის გარეშე ეს გამარჯვება არ მოვიდოდა. სწორედ ეს გვჭირდებოდა, სჭირდებოდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.

ასევე იხილეთ