left_sabechdi

უკრაინული მედია: უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება.

როგორც გამოცემა წერს, მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები „მთავრობის გადატვირთვის“ ფარგლებში იგეგმება, რაც თებერვალში არმიაში გადაადგილებებით დაიწყო და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და პრეზიდენტის ოფისში გადაადგილებებით გაგრძელდა.

მათივე ცნობით, ზელენსკი თავისი გუნდის წევრებს შეხვდა და ჰკითხა, თუ რა თანამდებობების დაკავება სურთ.

 

ასევე იხილეთ