რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი კრასნოჰორივკა დაბომბეს. ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი – 73 წლის კაცი და 70 წლის ქალი დაიღუპა.
უუწყების ცნობით, თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა, მისი სამიზნე კი საცხოვრებელი ბინები იყო.