leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს კვლავ აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას. ამ კვირაში განხორციელდა რამდენიმე ცვლილება და ეს ჯერ არ არის ყველა ცვლილება, რაც მომზადდა. დღეს არის ახალი განკარგულებები მრჩევლებთან დაკავშირებით. მე მადლობელი ვარ თითოეულის მუშაობისთვის. ჩვენ ოფისს უფრო ფუნქციონალურს ვხდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინულმა მედიამ მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

 

 

ასევე იხილეთ