პერუს პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს სახლში პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლში რეიდი შესაძლო „უკანონო გამდიდრებისა“ და ძვირადღირებული საათების დეკლარაციაში არმითითებას უკავშირდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლუარტე ჩხრეკის დროს სახლში არ იმყოფებოდა.
მოკვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა პრეზიდენტის წინააღმდეგ ფორმალური გამოძიების დაწყების საფუძველი. თავად ბოლუარტე, ადასტურებს, რომ მას აქვს ძვირადღირებული საათები, რომლებიც მან წლების განმავლობაში გამომუშავებული ფულით შეიძინა. დინა ბოლუარტე პრეზიდენტის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან იკავებს.