ლიბანში, ჭურვის აფეთქების შედეგად, გაეროს სამი დამკვირვებელი და მათი თარჯიმანი დაშავდნენ. ოქტომბრის შემდეგ, აღნიშნულ ზონაში დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელის ძალებს შორის ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შემთხვევები ხშირია.
გაეროს მიერ გავრელებულ განცხადებაში მშვიდობისმყოფელების სამიზნეში ამოღებას მიუღებელი უწოდეს და აღნიშნეს, რომ დაშავებულები სამკურნალოდ არიან ევაკუირებული. გაეროს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელს, აროლდო ლოზაროს ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნაჯიბ მიკატი ესაუბრა და მომხდარი დაგმო.
ამასთან, როგორც „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი დაშავებული დამკვირვებელი ნორვეგიის მოქალაქეა. მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. ლიბანური მედიის ცნობით, კიდევ ორი დაშავებული ჩილესა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან.