leaderboard_below_slide
left_sabechdi

Fox News: ჯო ბაიდენი გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც აღდგომის კვირა „ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ“ გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ მედიაში გააკრიტიკეს, რადგან მან აღდგომის კვირა, ყველაზე საზეიმო ქრისტიანული დღესასწაული, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტის პროკლამაცია გაავრცელა, რომელშიც 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადდა. ჯო ბაიდენი პროკლამაციაში აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს ტრანსგენდერებს და აღნიშნავს, რომ „ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სტრუქტურის ნაწილია“.

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ალექს მუნმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან პირდაპირი თავდასხმაა ქრისტიანობაზე და კიდევ ერთი თავდასხმა რელიგიასა და ტრადიციებზე.

როგორც კონგრესმენმა დიანა ჰარშბარგერმა აღნიშნა, „აშკარაა, რომ მემარცხენეებს გადაწყვეტილი აქვთ ძირი გამოუთხარონ ჩვენს რელიგიასა და ტრადიციებს“.

კონსერვატიული შეხედულებების მქონე კომენტატორმა, ბენი ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა სილა გააწნა ყველა ქრისტიანს ამერიკაში.

 

ასევე იხილეთ