leaderboard_below_slide
left_sabechdi

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა

დღეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა. კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.

დღეს ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც 85 წელი შეუსრულდებოდა.

ასევე იხილეთ