leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: ზვიადი არის დამოუკიდებლობის იდეის არქიტექტორი

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს 31 მარტია, 85 წლის გახდებოდა ზვიადი. ვერ ვიტან ამ ლითონი სიტყვების რახარუხს, ყველაფრისგან დაცლილს, ევფემიზმებით გაჯერებულს, როგორიც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ზვიადის სახელის ხსენებას. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, სიტყვების ავტორების მხრიდან, სიტყვების გარდა, არაფერი არ იკითხება.

პირველ რიგში, ზვიადი არის საქართველოს სახელმწიფო, მისი დამაარსებელი და დამოუკიდებლობის იდეის არქიტექტორი, ავტორი, თავისთავად მერაბთან ერთად. ჩვენ, პირველ რიგში, თუ გვსურს ზვიადის დაფასება, სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ და დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ბრძოლა.

რაც შემეხება მე, მე თავისთავად დავკარგე, რაც მცირე ხნის წინ აღვნიშნე ძალიან ბევრი, მაგრამ მაგას არასდროს ვუსვამ ხაზს. მე, ყველაფერთან ერთად, ტკივილის და გაჭირვების გაძლებაც მასწავლა, რისთვისაც ,ისევე, როგორც ყველაფრისთვის, მადლობა მას”, – წერს გიორგი გამსახურდია.

 

ასევე იხილეთ